იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში მილანელები დაწინაურდნენ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში ტრადიცია არც მე-5 მატჩში დაირღვა და მატჩის მასპინძელმა გაიმარჯვა. თორნიკე შენგელიას "ვირტუსს" "ოლიმპიამ" მილანში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:72 დაამარცხა. სერიაში ანგარიში 3:2 გახდა მილანელთა სასარგებლოდ, რომლებიც ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდნენ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებშედეგიანი მატჩი ჰქონდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ბოლონიელთა რიგებში 17
ქულით საუკეთესო მარკო ბელინელი იყო, მილანელებს კი 22 ქულით შევონ შილდსმა ულიდერა.

სერიის მე-6 მატჩი ბოლონიაში, "ვირტუსის" მოედანზე 21 ივნისს გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
საკვირველია თორნიკეს სტატისტიკა, ეძინა?
baggio
18:54 20-06-2023
0
როგორ მიკვირს, რომ არცერთი არხი არ აშუქებს იტალიის ფინალურ ეტაპს.

კეთილო ხალხნო, იქნებ აქ მაინც დადოთ ლინკი, თუ სადმე ყურება შეიძლება.
მადლობა წინასწარ.
ისე მაინც
19:55 20-06-2023
0

სიახლეები პოპულარული