შენგელიას 10 ქულა, "ვირტუსის" გამარჯვება და ერთი ნაბიჯი საკალათბურთო სკუდეტომდე

AutoSharing Option
სერია A-ს ფინალის მეექვსე მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 85:66 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი სტუმრებმა ოთხი ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მასპინძლები უკეთ გაისარჯნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

სერიაში, რომელიც ოთხ მოგებამდეა, ანგარიში გათანაბრდა (3:3). გამარჯვებული 23 ივნისს მილანში ბოლო შეხვედრაში გაირკვევა.

შენგელიამ თამაში სასტარტოდან დაიწყო და 21 წუთში 10 ქულა (7-დან 5 ორქულიანი), 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

14 ქულით ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ბოლონიელი მარკო ბელინელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დამთავრდეს რა ეს დაუსრულებელი სერია!!!თოკო არ დაგვიშაონ და მილანში სულ ერთია ვისი გამარჯვებით დასრულდება!!!!
David
11:30 22-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული