გასამრჯელოდ 2 მილიონი სურს - თორნიკე შენგელია, სავარაუდოდ, საბერძნეთს მიაშურებს

AutoSharing Option
eurohoops-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ "ვირტუს ბოლონიას" ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ კარიერა "პანათინაიკოსში" გააგრძელოს.

იტალიური გუნდი გასული სეზონის შუა რიცხვებში დადებული კონტრაქტის პირობის შესრულებას ვერ ახერხებს და ბერძნები ჩვენებურის მენეჯერთან კონტაქტზე არიან.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, 31 წლის კალათბურთელს გასამრჯელოდ 2 მილიონი ევროს მიღება სურს, შეთანხმების ალბათობა კი მაღალია.

რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ შენგელიას დამატებით სერბული "ცრვენა ზვეზდაც" იყო დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაცმაცუნებო გაარკვიეთ იქნებ ამ გუნდსაც აქვს სადმე ვარსკვლავი
13
ამას კიდე სულ რავა ნაკრების შეკრების დაწყების წინ ექმნება ახალი გუნდის პოვნის პრობლემა.
ტტტ
15:44 19-07-2023
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული