შეთანხმება მიღწეულია - ეროვნული ნაკრების შეკრების წინ შენგელია გუნდს იცვლის

AutoSharing Option
SDNA-ს ჟურნალისტის, გეორგიოს ზაკასის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ "პანათინაიკოსთან" შეთანხმებას მიაღწია და ჩვენებური, დიდი ალბათობით, ბერძნულ გრანდში გადაბარგდება.

ერთადერთი ახლა ისღა არის გასარკვევი, თუ რა გზით მოხდება ეს. 2022 წელს ქართველმა "ვირტუს ბოლონიასთან" კონტრაქტი 2+1 სისტემით გაახანგრძლივა, ახლა კი ის იტალიელებს უნდა დაელაპარაკოს, რათა წასვლის გზები გამონახოს, მაგრამ ჩვენი ბერძენი კოლეგა გვეუბნება, რომ ეს რთული არ იქნება, რადგან თორნიკეს ამჟამინდელ კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს.

ზაკასისვე თქმით, შენგელია ამჟამად აშშ-შია და ოჯახთან ერთად ისვენებს. ის მალე დაბრუნდება ევროპაში და საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ
შეკრებაში ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბერძნების ფინანსური და გუნდური შესაძლებლობები ბევრად უკეთესი აქვს და შესაბამისად მიზნებიც უფრო დიდი.
წარმატებები ჩვენს ჯიგარ კაპიტანს.
კოტიკო
18:51 20-07-2023
1
თოკო არის ვარსკვლავი წარმატებები ჩვენ ოქროს ბიჭს
ზზზზ
20:51 20-07-2023
2

სიახლეები პოპულარული