შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში რეალიზებული ორქულიანების რეკორდსმენია

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის "ტენერიფემ". კუნძულელთა მეტოქე ესპანეთისა და სრულიად ევროპის გრანდი მადრიდის "რეალი გახლდათ", რომელმაც "ტენერიფე" მისსავე მოედანზე ბრძოლაში – 82:76 დაამარცხა.

გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 14 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი მიითვალა, 18 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, „რეალს“ კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა – 14 ქულა, 8 მოხსნა.

კანარელებს უახლოესი მატჩი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ელით – თურქულ „დარუშაფაკას“ ესტუმრებიან.

წაგების მიუხედავად ზეიმის მიზეზი აქვს ქართველ ცენტრს,
რომელმაც „რეალთან“ შეხვედრაში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე საუკეთესო შედეგი გერმან გლეზს ჰქონდა – 731.

584 ჩაგდებული ორქულიანით მეოთხე ადგილზეა შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული