გოგას 21 წუთი, 5 მოხსნა მეტოქის ფარზე და გამარჯვება "მილოუკთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციში "ორლანდო მეჯიქმა" "მილუოკი ბაქსი" 112:97 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 2 ქულით, 9 მოხსნით (5 მეტოქის ფარზე), 2 ასისტითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

"ორლანდოს" შემადგენლობიდან საუკეთესო პაოლო ბანშერო გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

სტუმართა მხრიდან იანის ანტეტოკუმპომ აქტივში 35 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, ორივე გუნდს მოგება-წაგების ბალანსი 5-4-თან აქვს, "ორლანდო" მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს
"ბრუკლინ ნეტსთან" გამართავს, "ბაქსი"14 ნოემბერს "ჩილაგოს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
სათაური შეასწორეთ ხალხო!ორლანდომ ორლანდო დაამარცხა?გოგა მხოლოდ თანაგუნდელებს ეხმარებოდა,თვითონ კი,თითქოს პრინციპულად,ფარისაკენ ბურთს არ ისროდა.ხელსაყრელი პოზიციებიდანაც კი!არადა,არც პარტნიორები ბრწყინავდნენ, ზუსტი ტყორცნებით.
სოსო
14:30 12-11-2023
0
გაასწორეთ სათაური...
ბუჯანგა
13:26 12-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული