შენგელიას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა, "ვირტუსმა" კი აუტსაიდერთან წააგო

AutoSharing Option
"ვირტუს ბოლონიაში" შედეგიან თამაშს აგრძელებს კარიერის საუკეთესო ფორმაში მყოფი თორნიკე შენგელია. ქართველმა ფორვარდმა იტალიის სერია A-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა თავის გუნდს ვერ უშველა. ჩემპიონატის ლიდერმა მოულოდნელი მარცხი განიცადა აუტსაიდერ "ბრინდიზისთან". გუნდთან, რომელსაც მიმდინარე სერია A-ში გამარჯვება არ ჰქონდა, ბოლონიელებმა 75:83 წააგეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ჰქონდა გაბრიელ ლუნგბერგსაც, მატჩის გმირი კი ბრინდიზელი
ჯორდან ბეისე გახდა 25 ქულითა და 10 მოხსნით.

ეს გახლდათ ბოლონიელთა მე-2 მარცხი სერია A-ში და შენგელიას გუნდს "ვენეცია", "ნაპოლი" და "ბრეშია" წამოეწივნენ. ოთხივე გუნდს 7 მოგება და 2 მარცხი აქვს. "ვენეციაში" ქართველი ფორვარდი, გიგა ჯანელიძე თამაშობს, რომელმაც ბოლო ტურში "რეჯიო ემილიასთან" 90:70 მოგებულ მატჩში 3 წუთი ითამაშა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული