"ბარსელონაც" დაამარცხეს - შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ევროლიგის მეთორმეტე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 80:75 დაამარცხა.

შენგელიამ 31:51 წუთში 14 ქულა (8-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 17 შეადგინა.

მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP თორნიკეს თანაგუნდელი გაბრიელ ლუნდბერგი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. დანიელ ჰეკეტმა 14 ქულა ჩააგდო.

"ბარსელონას" რიგებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი გილერმო ერნანგომესი იყო, 13 ქულა იან ვესელის ანგარიშზეა.

"ვირტუსი" 8 მოგებით მესამე ადგილზეა, "რეალს"
და "ბარსელონას" ჩამორჩება და 8 დეკემბერს თელ-ავივის "მაკაბის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგარია! რვიდან 2 ორქულიანი!!! 5 ჯერ დაკარგვა!!!! ნეტა, მატჩის გმირობა რატომ არ მისცეს?
გიო
10:15 07-12-2023
13
თავიდან ცუდათ წაუვიდა თამაში თორნიკეს,მერე ცოტა გამოასწორა,მაგრამ ხუთი დაკარგვა ბევრია!!!
1

სიახლეები პოპულარული