მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უკანასკნელ მეოთხედში ანგარიში რამდენჯერმე თანაბარიც იყო, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდმა გადამწყვეტი ქულების აღება ვერ მოახერხა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.
„ვირტუსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო 16 ქულით. რაც შეეხება „მილანოს“, მასპინძლებს ნიკოლო მელიმ ულიდერა 15 ქულით.
GBF.GE