ბითაძის სათამაშო დრო შემცირდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი "ვაშინგტონ ვიზარდსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 119:127 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ქართველმა ცენტრმა 11:31 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო გოგას კონკურენტმა ვენდელ კარტერმა 21:19 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯორდან პული გახდა, "ვიზარდსის" მსროლელმა საკუთარ გუნდს 32:51 წუთში 30 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.

"ორლანდოდან" ფრანც ვაგნერმა 38:24 წუთში 28 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, "მეჯიქი" 18 მოგებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გუნდი მორიგ მატჩს 28 დეკემბერს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ვიზარდსი" 5 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. დედაქალაქელები 28 დეკემბერს "ტორონტოს" დაუპირისპირდებიან.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თვალსაჩინოა გოგას პროგრესი
შაკო
22:22 27-12-2023
0
ლაივბალმა,სამწუხაროდ ეს თამაში ვერ გამიხსნა.ცხადია,რომ მწვრთნელი ცდილობს კარტერი ფორმაში შეიყვანოს.გოგას ამოცანაა,მიცემული დრო,მაქსიმალურად გამოიყენოს და მწვრთნელები დაარწმუნოს,საკუთარ უპირატესობაში.ჯერჯერობით,ეს კარგად გამოსდის და იმედია,სხვებსაც მალე დაარწმუნებს
სოსო
11:41 27-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული