შენგელიას 10 ქულა, მოგება ბელგრადში და მეორე ადგილი ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" სტუმრად "პარტიზანი" 77:75 დაამარცხა.

შენგელიამ 31:40 წუთში 10 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა.

ბოლონიური გუნდიდან 16 ქულა გაბრიელ ლუნდბერგმა, 14 მარკო ბელინელიმ, ხოლო 10 დენიელ ჰეკეტმა ჩააგდო. 19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბელგრადელი ჯეიმს ნანელი იყო.

"ვირტუსი" 12 მოგებით მეორე ადგილზეა და 3 იანვარს "ბაიერნს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული