ბითაძე კვლავ ძირითადში იყო - "ორლანდო" "ფინიქსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 112:107 დაამარცხა.

"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ ძირითად ხუთეულში თამაში ზედიზედ მეორედ დაიწყო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 21:59 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 მოხსნა დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე NBA-ის სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი გახდა, "ფინიქსის" ლიდერმა 31 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა.

"ორლანდოდან" პაოლო ბანკერომ საკუთარ გუნდს 28 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 19 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს
იკავებს, ჯამალ მოსლის გუნდი მორიგ მატჩს 3 იანვარს, "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფინიქსი" 17 მოგებითა და 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ფრენკ ვოგელის გაწვრთნილი გუნდი 2 იანვარს, "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული