რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ სარაგოსაში გააგრძელებს

AutoSharing Option
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “კასადემონტში”გააგრძელებს. ქალაქ სარაგოსის გუნდმა საქართველოს ნაკრების 22 წლის უკანახაზელთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი კლუბის ოფიციალურ ვეგგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი არ არის.

ანდრონიკაშვილი ესპანეთში წინა სეზონშიც თამაშობდა, თუმცა “მურსიაში” მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და მატჩში საშუალოდ მოედანზე გატარებულ 5 წუთში 2.2 ქულასა და 1,2 პასს აკეთებდა. ანდრონიკაშვილს ესპანეთში სხვა მხრივაც იცნობენ: ის წლების მანძილზე ბასკონიის საკალათბურთო აკადემიაში იმყოფებოდა და ამ გუნდის ღირსებას სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატში იცავდა.

რატიმ კარიერის მოწყობა ამერიკაში სცადა,
სადაც საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში – კრეიტონში მოხვდა, მაგრამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მთელი სეზონი გაუცდა, რის შემდეგაც ევროპაში დაბრუნდა და სეზონი ესპანურ “მურსიაში” გაატარა.

ანდრონიკაშვილი სისტემატურად ხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად 12-ეულში და ჩვენს გუნდთან ერთად მან გასულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა. რატი უკვე სარაგოსაშია და მისი ახალ კლუბში დებიუტი სავარაუდოდ შემდეგ ტურში შედგება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯვარედინი მყესების შესახებ,არაფერი ვიცოდი.ვფიქრობდი ვერ გაიზარდა,მეთქი და თურმე ამხელა პრობლემა ჰქონია.უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და მგონი გამოვიდოდა ტრავმის შედეგებიდან.თანდათან,კიდევ უფრო მოუმატებს.ახლა უკვე დარწმუნებული ვარ.
სოსო
05 იანვარი 2024 02:10
1
წარმატებები რატი, გვეიმედები!
@
05 იანვარი 2024 01:31
1
იმედია მოუმატებს,თორემ რასაც თამაშობს საკმარისი არ არის!!
ბექა
04 იანვარი 2024 22:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული