რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ სარაგოსაში გააგრძელებს

AutoSharing Option
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “კასადემონტში”გააგრძელებს. ქალაქ სარაგოსის გუნდმა საქართველოს ნაკრების 22 წლის უკანახაზელთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი კლუბის ოფიციალურ ვეგგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი არ არის.

ანდრონიკაშვილი ესპანეთში წინა სეზონშიც თამაშობდა, თუმცა “მურსიაში” მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და მატჩში საშუალოდ მოედანზე გატარებულ 5 წუთში 2.2 ქულასა და 1,2 პასს აკეთებდა. ანდრონიკაშვილს ესპანეთში სხვა მხრივაც იცნობენ: ის წლების მანძილზე ბასკონიის საკალათბურთო აკადემიაში იმყოფებოდა და ამ გუნდის ღირსებას სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატში იცავდა.

რატიმ კარიერის მოწყობა ამერიკაში სცადა,
სადაც საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში – კრეიტონში მოხვდა, მაგრამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მთელი სეზონი გაუცდა, რის შემდეგაც ევროპაში დაბრუნდა და სეზონი ესპანურ “მურსიაში” გაატარა.

ანდრონიკაშვილი სისტემატურად ხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად 12-ეულში და ჩვენს გუნდთან ერთად მან გასულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა. რატი უკვე სარაგოსაშია და მისი ახალ კლუბში დებიუტი სავარაუდოდ შემდეგ ტურში შედგება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია მოუმატებს,თორემ რასაც თამაშობს საკმარისი არ არის!!
ბექა
22:04 04-01-2024
1
წარმატებები რატი, გვეიმედები!
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული