ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 19 ტური მიილია და უკვე გამოიკვეთნენ მოთამაშეები, რომლებიდანაც სეზონის MVP-ს აარჩევენ. ერთ-ერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, შენგელიაა, რომელმაც ამ დღეებში ჩატარებულ ევროლიგის კლუბების
შენგელიას ევროლიგის უკანასკნელი 20 მატჩიდან 19-ში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული, ბოლო 16 თამაშიდან 15-ში მინიმუმ 5 მოხსნა ჰქონდა, უკანასკნელი 21 შეხვედრიდან 20-ში კი მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი მინიმუმ 12 იყო. როგორც აღვნიშნეთ, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის საშუალო ინდექსი 20.4-ს უტოლდება, რაც ლიგაში მე-3 მაჩვენებელია. თორნიკე მეშვიდეა საშუალოდ ჩაგდებული ქულებით (15.9) და მერვე – საშუალოდ მოხსნებში (6.1). მას 5 დაფარება სჭირდება, რათა ამ კომპონენტში ევროლიგაში 100-იან ნიშნულს უწიოს.
ევროლიგაში მომდევნო მატჩს "ბოლონია" 10 იანვარს სტუმრად "მაკაბისთან" ჩაატარებს. ისრაელში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო "მაკაბი" საშინაო მატჩებს სერბეთის დედაქალაქში ატარებს. საინტერესოა, რომ პირველ წრეში "ვირტუსს" "მაკაბი" ბოლონიაში 100:90 ჰყავს დამარცხებული და მაშინ შენგელიამ სეზონისთვის სარეკორდო 27 ქულა მოაგროვა, თანაც კარიერისთვის ყველაზე მეტი, 10 ორქულიანი გამოიყენა. სათქმელია ისიც, რომ 2019 წელს თორნიკემ უკვე "ბასკონიას" მაისურით თელავიველებს 6 სამქულიანი ჩაუგდო და ესეც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
GBF.GE