“ცხადია, ამით ძალიან გახარებული ვარ. ყველა მოთამაშის ოცნებაა, რომ გუნდში რაიმე რეკორდის მფლობელი იყოს. ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია. აქ იგულისხმება მწვრთნელების მიერ გამოჩენილი ნდობაც, რაც ჩემთვის მოცემულ წუთებში იგულისხმება. ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარი ისაა, ამას თამაშში როგორ გადაიტანთ” – რეკორდთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა თავად ქართველმა რეკორდსმენმა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინს რეკორდის მოსახსნელად 148 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც ნიშნავს, რომ თითო შეხვედრაში ის საშუალოდ 5,6 მოხსნას აგროვებს. სათქმელია ისიც, რომ შერმადინი "ტენერიფეს" ისტორიაში აბსოლუტური ლიდერია სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის (2 987) მხრივ და ასევე პირველ ადგილზეა ჩაგდებულ ორქულიანებსა (780) და ჩატენვებში (190). ამას გარდა, გიოს მე-2 პოზიცია უკავია კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. მას 2 237 ქულა აქვს და მხოლოდ ესპანელ ხერმან გონსალესს (3 191) ჩამორჩება. ამ რეკორდის დასამხობად შერმადინს დიდი მონდომება მართებს.
GBF.GE