საინტერესოა, რომ ბოლონიელები პირველი ტაიმის მერე 9 ქულის სხვაობით (46:37) იგებდნენ, თუმცა მე-3 მეოთხედში 5:20 განადგურდნენ და დარჩენილ დროში ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს. მატჩი "ოლიმპიაკოსის" გამარჯვებით – 74:69 დასრულდა.
შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი ითამაშა. თორნიკემ მოედანზე 28:13 წუთი გაატარა და 15
შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ეს "ვირტუსის" რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. "ოლიმპიაკოსის" მხრიდან კი იდენტური შედეგი კოსტას პაპანიკოლაუმ დააფიქსირა, რომელმაც 16 ქულას 8 მოხსნა წაამატა.
"ვირტუსს" 17 მოგების წილ 11 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა კი, მე-3 პოზიციაზე მყოფ ფრანგულ "მონაკოსთან" ჩამორჩენა მხოლოდ 1 გამარჯვებაა. შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი 15 მარტს ელის, როდესაც ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის "რეალს" (22-6) უმასპინძლებს.
GBF