"არმანი მილანოსთან" მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა". ბოლონიელებმა ერთ-ერთ კონკურენტსა და ევროლიგაში მოასპარეზე "არმანი მილანოს" უმასპინძლეს და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 84:75.

ქართველმა ფორვარდმა შედეგიანად ითამაშა. შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. "ვირტუსის" ერთ-ერთმა ლიდერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ბოლონიელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი – 27 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ნიშნულიდან კი უფრო წარმატებით ესროლა: 6-დან 3 შორი სროლა ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.

"ვირტუს
ბოლონია" 16 მოგებით და 6 წაგებით სერია A-ში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში, 17 მარტს, "პეზაროს" სტუმრად შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული