შენგელია საუკეთესო იყო, "ვირტუსი" კი კაუნასში მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგაში ზედიზედ მე-3 მარცხი იწვნია და ლიდერობიდან მე-8 ადგილამდე ჩამოქვეითდა "ვირტუს ბოლონია", რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახლავთ. ბოლონიელებმა მორიგი მატჩი კაუნასში, "ჟალგირისთან" გამართეს და პირველი ნახევრის შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. "ვირტუსმა" ტაიმი 6 ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორეში მასპინძლებმა მოახერხეს თამაშის საკუთარ კალაპოტში ჩაყენება და საბოლოოდ 96:81 იმარჯვეს.

მარცხის მიუხედავად, თორნიკე შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1
სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.

ბოლონიური კლუბი ევროლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ამგვარად, 17 გამარჯვებით და 13 მარცხით მე-8 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში, 22 მარტს, ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული