როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. "ხუვენტუდი"-"ბარსას" თამაში ისე დასრულდა, ქართველი ცენტრის შედეგი ვერავინ გადაფარა და შერმადინმა MVP-ის ტიტული ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი 21-ედ მოიპოვა, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესა წინა ტურში დამყარებული რეკორდი. შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესაში ისტორიის მანძილზე ტურის MVP-ად 19-19-ჯერ არიან დასახელებული არვიდას საბონისი და ლუ რო. მათი შედეგი ქართველმა ცენტრმა წინა ტურში გააუმჯობესა.
ბოლო ტურში კი, „გრან კანარიასთან“ 93:92 მოგებულ მატჩში, შერმადინმა 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და
5 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს თამაშიდან ერთი ბურთიც არ აუცილებია – 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. გიორგიმ 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და ამ დრამატულ მატჩში აბსოლუტური სტატისტიკური ლიდერი გახდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 38 შეადგინა.
მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეორე პერიოდში მოხდა, როცა 42:36 ანგარიშზე თამაში მცირე ხნით შეწყდა. გუნდის 42-ე ქულა ქართველი ცენტრის ანგარიშზე ჩაიწერა შედეგიანი გადაცემა „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა უკანახაზელმა მარსელინიო ჰუერტასმა შეასრულა. ეს პასი ესპანური ლიგისთვის სარეკორდო – 2898-ე გამოდგა. მარსელინიომ პაბლო ლასოს ესპანეთის ლიგის პასების რეკორდი – 2897 გადაფარა და ისტორიაში შევიდა.
GBF.GE