შენგელიას 21-მა ქულამ "ვირტუსს" "მილანში" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია კვლავ ჩვეულ, მაგარ ფორმაშია, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე. "ვირტუს ბოლონია" ბოლო თამაშების უმეტესობას აგებს, რითაც საქმე იტალიის ჩემპიონატშიც გაიუარესა და ევროლიგაშიც. ბოლონიელებმა პარასკევ საღამოს ძალიან პრინციპული მატჩი დათმეს ევროლიგის 33-ე ტურში. ევროლიგის იტალიურ დერბიში "ვირტუსი" მილანში “ემპორიო არმანის” შეხვდა და 75:90 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიას გუნდი მატჩის პირველი სამი პერიოდი დათმო და ბოლო მეოთხედის წინ 20 ქულას აგებდა. თორნიკემ პარკეტზე 23:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორივე გუნდში
საუკეთესო შედეგი ჰქონდა. მან 10-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ ორი სამქულიანიც ააცილა. მილანელებს ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა 18 ქულით.

"ვირტუსს" 33 ტურში 17 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა. შენგელიას კლუბი მე-9 ადგილზეა და პლეი ინში ადგილი განაღდებული აქვს. ბოლონიელები ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ ბასკონიას უმასპინძლებენ და რეგულარულ სეზონს დაასრულებენ.

altშენგელია "პანათინაიკოსთან" საუკეთესო იყო და ევროლიგაში 3000-ქულიანი ბარიერიც დაძლია [VIDEO]

altნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

altთორნიკე შენგელია: თქვენმა თავდადებამ მსოფლიოს ქართული სული აჩვენა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული