შერმადინს მარტის თვის MVP-ის ტიტული "ჟირონასთან" მოგებული მატჩის წინ გადასცეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" მაგარ ფორმაში ჩადგა. სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ კანარელები გამარჯვების გზებზე დადგნენ და უმეტეს შეხვედრებს სათავისო შედეგით ასრულებენ. ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი "ჟირონა" გამოდგა, რომელიც შერმადინის გუნდმა 74:60 დაამარცხა.

შერმადინმა 28 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი ელჯინ კუკმა დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე შერმადინს ლიგა ენდესას მარტის MVP-ს ჯილდო გადასცეს. ამ შეხვედრის
საუკეთესო მოთამაშე კი მარსელინო უერტასი იყო 21 ქულით.

"ლენოვო ტენერიფე" 18 მოგებით და 10 წაგებით მე-5 ადგილზეა; მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, "ბილბაოს" უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული