10:20 07-06-2024
შენგელია ბოლონიელთაგან საუკეთესო იყო - "ვირტუსმა" ოვერტაიმში წააგო [VIDEO]
AutoSharing Option
თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან ბოლონიელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. არადა, ბოლონიელები პირველ ნახევარში ბევრად კარგად გამოიყურებოდნენ და დამაჯერებლადაც იგებდნენ. დიდი შესვენებისთვის ანგარიში "ვირტუსს" 33:25 მიჰყავდა, თუმცა მესამე პერიოდში მილანელებმა დიდებულად ითამაშეს, ათწუთეული 29:15 მოიგეს და 6 ქულით გალიდერდნენ. რეგულარული დროის ბოლოს მასპინძლებმა მაინც მოახერხეს დაწინაურება და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ – 68:65, თუმცა შაბაზ ნაპიერის სამქულიანით "ოლიმპიამ" ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
შენგელია სასტარტოში იყო და მოედანზე 38 წუთი გაატარა. ქართველ კალათბურთელს პირველ ტაიმში 12 ქულა ჰქონდა, მეორე ტაიმსა და ოვერტაიმში კი მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 16 ქულასთან ერთად შენგელიას 8 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. "მილანოს" შეივონ შილდსმა 25 ქულით ულიდერა, ნაპიერმა 21 ქულა ჩააგდო.
ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება. მომდევნო მატჩი კვლავ ბოლონიაში, 8 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც სერია მილანში გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შენგელიას 16 ქულა და 8 მოხსნა ერთი შეხედვით კი კარგი შედეგი სჩანს, მაგრამ სროლების სიზუსტის სტატისტიკა აქვს 40%, საჯარიმოების 50%.
2
1
ბებრების გუდია ეს ბოლონია, დაწყებას არა უშავს, მარა ბოლოში ი--ჯ----ენ
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული