წყაროს ცნობით, ქართველი სამი წლის განმავლობაში, ჯამში, 25 მილიონ ევროს მიიღებს.
ბითაძით დაინტერესებას NBA-ს და ევროლიგის არაერთი კლუბი გამოთქვამდა, თუმცა გოგასთვის პრიორიტეტული ვარიანტი "მეჯიქში" დარჩენა აღმოჩნდა.
24 წლის ცენტრმა გასულ სეზონში "ორლანდოს" რიგებში 62 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა, რა დროშიც 5.0 ქულას, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან პასს და 1.2 დაფარებას აგროვებდა.
ბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ