25-მილიონიანი კონტრაქტი - ბითაძის მომავალი გადაწყდა

AutoSharing Option
გოგა ბითაძემ "ორლანდო მეჯიქთან" ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სანდო ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი სამი წლის განმავლობაში, ჯამში, 25 მილიონ ევროს მიიღებს. 

ბითაძით დაინტერესებას NBA-ს და ევროლიგის არაერთი კლუბი გამოთქვამდა, თუმცა გოგასთვის პრიორიტეტული ვარიანტი "მეჯიქში" დარჩენა აღმოჩნდა. 

24 წლის ცენტრმა გასულ სეზონში "ორლანდოს" რიგებში 62 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა, რა დროშიც 5.0 ქულას, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან პასს და 1.2 დაფარებას აგროვებდა.

altბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

altსასტარტო ბითაძემ

სათადარიგო კარტერს აჯობა - "მეჯიქი" "გოლდენ სტეიტთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
გაიხარე,შეუბერე და გაიმარჯვე კარგო ქართველო კაცო. დღეს გვაქვს თამაში და წარმატებები,იმედია გავიმარჯვებთ. მოკლედ,ახლა კალათბურთის დროა,უნდა მოვხდეთ ოლიმპიადაზე. 26დან ოლიმპიადა იწყება,ოქროს მედლებს ველოდები და გენო პერტიაშვილის გამარჯვებას ტაჰა აგულთან.

პ.ს. ახლა ვნახე,გველესიანს უთქვამს რო თვალს ვერ მადევნებენ და არც იცოდნენ ჩემს შესახებო,ძნელია ირანის ჩემპიონატის თვალის დევნებაო. ხოდა,არც ეგრეა გიორგი საქმე,ყოველთვის ვცდილობ ინფორმაცია მქონდეს ქართველებზე,ირანშიც,ამერიკაშიც და ბანგლადეშიც.ასერომ,ინფორმაციაც მქონდა და შეძლებისდაგვარად თვალსაც ვადევნებდი. ბევრმა არ იცის,თუმცა ამერიკაში ქართველი ემიგრანების შვილების გამოსვლებსაც ვადევნებ თვალს,საკმაოდ წარმატებულები არიან. იმედია რო მოვა ის დრო და აქ დაბრუნდებიან.წარმატებები ყველა ქართველს
იასონას უდარი
08:50 02-07-2024
1
წარმოგიდგენიათ რა ფულია ნბა-ში, რომ კალათბურთელს, რომელიც თამაშების ნახევარსაც არ თამაშობს, წელიწადში 8 მილიონს უხდიან?
ლუკა
11:18 02-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული