შენგელიას 17 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსი" სუპერთასის ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
გუშინ ღამით, იტალიის სუპერთასის ფინალში, თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" მილანის "ოლიმპიას" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 96:98 დამარცხდა.

თამაშის მიმდინარეობისას "ვირტუსი" 16 ქულასაც იგებდა. მიუხედავად ამისა, მატჩის მოგება ვერ მოახერხა. აღნიშნულ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ "ვირტუსის" შემადგენლობაში 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

შენგელიას "ვირტუს ბოლონია" შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს, სერია A-ში "ტრაპანის" წინააღმდეგ გამართავს.

მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული