შენგელიას მცირე ტრავმის გამო სერია A-ს პირველ ტურში არ უთამაშია

AutoSharing Option
"ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია A თორნიკე შენგელიას გარეშე და მძიმე გამარჯვებით დაიწყო. პირველი ტურის მატჩში ბოლონიელები სტუმრად ლიგის ახალბედა გუნდს, "ტრაპანის" შეხვდნენ და გამარჯვება ურთულეს ბრძოლაში მოიპოვეს – 89:88.

არადა, "ვირტუსმა" თამაში კარგად დაიწყო და დიდ შესვენებამდე 18-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ბოლო პერიოდში მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩინა. გადამწყვეტი ბოლო წამებზე ალესანდრო პაიოლას ზუსტი საჯარიმო სროლები აღმოჩნდა.

"ვირტუსს" 15 ქულით მარკო ბელინელიმ ულიდერა, ორმაგი დუბლით კი ხორვატი ანტე ჟიჟიჩი გამოირჩა – 11 ქულა, 11 მოხსნა.

GBF.GE

173606:&catid=141:&Itemid=299" target="_blank">altშენგელიას 17 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსი" სუპერთასის ფინალში დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული