"ტეხასელთა" რიგებში სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კელდონ ჯონსონი გახდა, "სპურსის" მოთამაშემ 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
"იუტადან" კოლინ სექსტონმა თავი 24 ქულით, 6 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"სან ანტონიოს" ლიდერს ვიქტორ ვემბანიამას აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"სპურსი" მორიგ წინასასეზონო მატჩს 16 ოქტომბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" ბითაძის "ორლანდოს" სძლია
18 წუთში 14 ქულა - მამუკელაშვილის კარგი მატჩი "ოკლაჰომასთან" [VIDEO]