დუდა სანაძე კვიპროსულ "ანორთოსისს" საევროპოდ დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი – დუდა სანაძე ევროთასებისთვის კვიპროსულ "ანორთოსისს" დაემატა. როგორც ფამაგუსტას კლუბი განმარტავს, სანაძე "ანორთოსისს" მხოლოდ ევროტურნირზე დაეხმარება.

სანაძე "ანორთოსისში" 2 წლის წინ თამაშობდა და შედეგიანადაც. 17 მატჩში საშუალოდ 19.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 4.0 პასი და 1.5 ჩაჭრა. იმ სეზონში სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეული გახდა და ყველა ვარსკვლავის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

"ანორთოსისს" ფიბას ევროთასზე B ჯგუფში მეტოქეებად ესპანური "სარაგოსა", სლოვაკური "ლევიცე" და თურქული "ბურსასპორი" ჰყავს. კვიპროსულმა კლუბმა ერთი მატჩი უკვე ჩაატარა და შინ "ლევიცესთან" 72:83 წააგო. 16
ოქტომბერს "ანორთოსისი" "ბურსასპორს" ესტუმრება და სანაძის დებიუტიც სავარაუდოდ აქ შედგება.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული