10:20 30-10-2024
შენგელიას შედეგიანი მატჩი და "ვირტუსის" მარცხი "ბაიერნთან" [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის დასრულებამდე 70 წამით ადრე, შენგელიას ზუსტი საჯარიმოების შემდეგ, "ვირტუსი" 82:79 ამარცხებდა "ბაიერნს", თუმცა ნიკ ვეილერ-ბიბმა სამქულიანით გაათანაბრა, შემდეგ შაბაზ ნაპიერმა შორი სროლით წინ გაიყვანა "ბაიერნი" – 85:82. დარჩენილ 5 არაერთი ბევრი ტაქტიკური ჯარიმა დაფიქსირდა, საბოლოოდ კი სტუმრებმა მოიგეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 11-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა რიგებში 18 ქულა ჩააგდო აისაია კორდინიემ, მეტიუ მორგანს 17 ქულა ჰქონდა, აკილე პოლონარას კი – 13. "ბაიერნში" საუკეთესო კარსენ ედვარდსი იყო 26 ქულით.
"ვირტუსს" სატურნირო ცხრილში ერთადერთი გამარჯვება აქვს და 18-გუნდიან ევროლიგაში მე-16 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი უკვე 31 ოქტომბერს სტუმრად "ოლიმპია მილანოსთან" ჩაატარებს.
GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბოლონიამ პირველი პერიოდი დიდი უპირატესობით ჩაატარა,მაგრამ პერიოდის ბოლო წამებზე,ბურთი დაკარგა,რასაც სწრაფ შეტევაში მიღებული ორქულიანი მოჰყვა.შემოტანილი ბურთიც იქვე დაკარგეს და გერმანელმა,თავისუფალი პოზიციიდან ნასროლი სამქულიანი ტყორცნა ააცდინა,ბოლო წამზე.მეორე პერიოდიც ასევე არეულმა გააგრძელა თამაში,იტალიურმა კლუბმა და პერიოდის ბოლომდე,4 წუთი და 57 წამი იყო დარჩენილი,შენგელიამ პირველი ორი ქულა რომ აიღო საჯარიმოებიდან.მეგონა ასეთი რამე,მხოლოდ საქართველოს ნაკრებს შეიძლებოდა დამართოდა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული