ვენდელ კარტერის ტრავმის გამო, "მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ორლანდოს" ერთ-ერთი ლიდერი ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 31 ქულა, 11 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
"ფილადელფიას" ცენტრმა და გასული სეზონის ლიგის საუკეთესო მოთამაშემ ჯოელ ემბიიდმა საკუთარ გუნდს 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ორლანდო" 8 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 19 ნოემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ფილადელფია" 2 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს, ნიკ ნერსის გაწვრთნილი გუნდი 19 ნოემბერს, "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
"ორლანდომ" ნბა-ს სეზონი "მაიამისთან" მოგებით გახსნა | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს