ბითაძის 27 წუთი და "ორლანდო მეჯიქის" ზედიზედ მე-5 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ფილადელფია 76-ი" 98:86 დაამარცხა. ჯამალ მოსლის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

ვენდელ კარტერის ტრავმის გამო, "მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ორლანდოს" ერთ-ერთი ლიდერი ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 31 ქულა, 11 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

"ფილადელფიას" ცენტრმა და გასული სეზონის ლიგის საუკეთესო მოთამაშემ ჯოელ ემბიიდმა საკუთარ გუნდს 20 ქულა, 8
მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 8 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 19 ნოემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფილადელფია" 2 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს, ნიკ ნერსის გაწვრთნილი გუნდი 19 ნოემბერს, "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.

altბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

alt"ორლანდომ" ნბა-ს სეზონი "მაიამისთან" მოგებით გახსნა | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
არასტაბილურობა, ქართველი სპორტსმენების ყველაზე დიდი ნაკლი!!!
ბექა
16:11 16-11-2024
0
რანაირად მოახერხა ცენტრმა 27 წუთში...
ვვვ
12:31 16-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული