სანდრო საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - "სპურსი" "დალას მავერიქსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "დალას მავერიქსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 110:93 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა ტეხასურ დერბიში მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, სანდროზე მეტი ქულა "სპურსის" რიგებიდან მხოლოდ ზაკ კოლინსს ჩამორჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "დალასის" გამთამაშებელი კაირი ირვინგი გახდა, ვეტერანმა კალათბურთელმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

ლუკა დონჩიჩმა 16 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი
პასი მიითვალა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 6 გამარჯვებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, "სპურსი" მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"დალასი" 6 მოგებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, "მავერიქსი" 18 ნოემბერს, "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული