ბითაძის შედეგიანი მატჩი და მორიგი ორმაგი დუბლი - "ორლანდო მეჯიქმა" "ფინიქს სანზი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "ფინიქს სანზს" დაუპირისპირდა და მეტოქე 109:99 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "მეჯიქმა" ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

სტუმართა რიგებში ძირითად ხუთეულში ტრავმირებული ვენდელ კარტერის ადგილი კვლავ გოგა ბითაძემ დაიკავა და კარგი მატჩიც ჩაატარა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 39 წუთში 32 ქულა, 5 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.

"სანზიდან" ტაიუს ჯონსმა საკუთარ გუნდს 18 ქულა,
2 მოხსნა და 8 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 21 ნოემბერს, "ლოს-ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფინიქსი" ზედიზედ მე-4 მარცხის შემდეგ, 9 მოგებითა და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. "სანზი" 21 ნოემბერს, "ნიუ-იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

altბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

alt"ორლანდომ" ნბა-ს სეზონი "მაიამისთან" მოგებით გახსნა | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

altბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფაქტია,ბითაძეს სულ უფრო მეტად ენდობიან და სათამაშო დროს უზრდიან.ისიც ფაქტია,რომ ამით ორლანდომ მხოლოდ მოიგო.არ ვიცი,შესაძლოა კარტერს ტრავმა აწუხებდა და ამიტომ უჭირდა ორლანდოს,შესაძლოა კარტერი ბევრს იღებდა თავზე და ეს არ ამართლებდა.იშვიათად ვახერხებ,გვიან ჩატარებული მატჩების ნახვას,თუმცა ვხედავთ,რომ მარტივად,გუნდურად და საიმედოდ მოთამაშე გოგა,რომელიც მხოლოდ ნაღდი მომენტიდან ისვრის,უფრო უმართლებს ორლანდოს.
სოსო
11:11 19-11-2024
0
ფინიქსთან 17 ქულა ხუმრობა საქმე არაა. ყოჩაღ გოგა.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული