This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
"მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები ფრანც ვაგნერი, მო ვაგნერი და პაოლო ბანკერო ვერ ეხმარებოდნენ.
"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 21:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ბითაძე ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის ჯეილენ საგსის დაცვას ცდილობდა და ლატვიელ კრისტაპს პორზინგისს დაუპირისპირდა, მსაჯმა კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თამაშიდან მხოლოდ ქართველი კალათბურთელი გააძევეს.
"ბოსტონიდან" ჯეილენ ბრაუნი 35 ქულით, 9 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოირჩა.
"მეჯიქიდან" საუკეთესო ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 18 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, 19 მოგებითა და 12 მარცხით "ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 27 დეკემბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბოსტონი" 22 გამარჯვებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, "კელტები" 26 დეკემბერს "ფილადელფია 76-ს" დაუპირისპირდებიან.