შენგელია მოედანს კაუნასში დაუბრუნდა | თოკომ 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ჯანმრთელობის პრობლემის გამო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ევროლიგაზე ითამაშა. მისი გუნდი, "ვირტუს ბოლონია" კაუნასში "ჟალგირისს" შეხვდა და 68:77 დამარცხდა.

ბოლონიელებმა პირველი მეოთხედი 12 ქულით დათმეს, რის შემდეგაც "ჟალგირისს" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ლიეტუვის კლუბმა სეზონში მე-11 მატჩი მოიგო. შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ "ჟალგირისმა" იტალიურ გუნდს რეგულარულ სეზონში ორივე მატჩი მოუგო. "ვირტუსი" 6 მოგებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილზეა. იტალიური გუნდი 22-ე ტურში "ბაიერნს" ესტუმრება. შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული