
სტატისტიკით ვერც ერთი ვერ გამოირჩა, თუმცა გამარჯვებაში თავისი წვლილი ორივე ქართველმა შეიტანა. "ტენერიფემ" ბადალონას "ხუვენტუდს" უმასპინძლა და ფიცხელ ბრძოლაში – 82:81 სძლია. გამარჯვების სამქულიანი მატჩის ბოლო წამზე აბრომაიტისმა ჩააგდო. გიორგი შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულით, 2 მოხსნით,
16 მოგებითა და 5 მარცხით "ტენერიფე" "უნიკახასთან" ერთად 2-3 ადგილებს იყოფს. პირველზე კი მადრიდის "რეალია". ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" ერთ-ერთ კონკურენტს, "ლეიდას" უმასპინძლა და 97:84 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 15:32 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურჯანაძემ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 2 სროლა შეუცდომლად ესროლა.
"ლეიმა კორუნა" 5 მოგებითა და 16 მარცხით ბოლო ადგილზე რჩება და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ განლაგებულ 3 თანაბარქულიან გუნდს – "ხირონას", "გრანადას" და "ლეიდას".
GBF.GE