მამუკელაშვილს თანაგუნდელებმა კარიერის საუკეთესო მატჩი მიულოცეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 120:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. იგი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ამ რაოდენობის აღებული ქულები დააგროვა, ასევე მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 20-ზე ნაკლებ წუთში ყველაზე მეტი (34) ქულა მიითვალა.

მატჩის შემდეგ სანდროს წარმატებული მატჩი თანაგუნდელებმა მიულოცეს.

ცნობისთვის, "სან ანტონიო" 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს,
"სპურსი" მორიგ შეხვედრას 22 მარტს "ფილადელფია 76"-ის წინააღმდეგ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ, სანდრო !
ჯანმრთელობა და
წარმატებები !
შენ გაიხარე !
14:25 20-03-2025
0
ყველა ქართველის წარმატება მიხარია, ბეისბოლში რომ დაიწყონ თამაშის ჩვენებმა, იქაც ვუგულშემატკივრებ ქართველებს. მამუმ სტაბილურობა შეიძინოს და ჩვენი ნაკრები ძალიან ბევრს მიაღწევს. მადლობა ამ დიდებულ ქართველ ახალგაზრდებს!
შალვა
13:44 20-03-2025
0

სიახლეები პოპულარული