"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გააფორმა კომპანია Wish-თან. ხელშეკრულების თანახმად, კალიფორნიული კლუბის სათამაშო ფორმაზე ამ კომპანიის ლოგოს დაიტანენ. ESPN-ის ინფორმაციით, ამისთვის "ლეიკერსი" წელიწადში 13 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან კლუბებმა NBA-ის ხელმძღვანელობისგან მიიღეს ნებართვა - ფორმებზე სარეკლამო ლოგოები განათავსონ. ამ მომენტისთვის, ყველა გუნდს არ გააჩნია მსგავსი შეთანხმება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.