NBA. მატჩები: ჰარდენი "ჰიუსტონს" ლიდერობს, "ფინიქსი" შერცხვა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

გოროდნ ჰეივორდის არ ყოფნაში, რომელმაც საშინელი ტრავმა მიიღო "კლივლენდთან" მატჩში, "ბოსტონ სელტიქსი" შინ "მილუკისთან" დამარცხდა. იანის ატეტოკუმბომ 37 ქულა მიითვალა, რასაც 13 მოხსნა და 3 პასი მიამატა. კაირი ირვინგმა კი 17 ქულა შესძინა გუნდს.

რთული წარმოსადგენია, როგორ განაგრძობს "ბოსტონი" პლეი ოფისთვის ბრძოლას ჰეივორდის გარეშე, რომელიც შესაძლოა მიმდინარე სეზონში პარკეტზე გავიდეს.

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო "ჰიუსტონ როკეტსმა", რომელმაც სტუმრად "საკრამენტო კინგსი" დაამარცხა.ჯეიმ ჰარდენს სამმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა, საერო ჯამში კი "როკეტსის" ვარსკვლავმა 27
ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. კრის პოლმა კი შეხვედრა მუხლზე დაზიანების გამო გამოტოვოა.

"ნიუ ორლეანი" სტუმრად "მემფისთან" დამარცხდა. ენტონი დევისმა 33 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ხოლო დემარკუს კაზინსმა 28 ქულა და 10 მოხსნა. "პელიკანსის" ლიდერების გარჯამ გუნდს ვერ უშველა.

"ფინიქსმა" NBA-ს სტარტზე ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი იწვნია. "სანსმა" შინ "პორლენდთან" 48-ქულიანი სხვაობით წააგო.

კავაი ლეონარდის გარეშე პირველი შეხვედრა მოიგო "სან ანტონიომ", რომელმაც "მინესოტას" 8-ქულიანი სხვაობით სძლია. "სპურს" ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

სხვა მატჩები კი ასე დასრულდა:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი. 19 ოქტომბერი

ფენიქსი-პორტლენდი 76:124
საკრამენტო-ჰიუსტონი 100:105 (იხილეთ ვიდეო)
სან ანტონიო-მინესოტა 107:99 (იხილეთ ვიდეო)
იუტა-დენვერი 106:96
დალასი-ატლანტა 111:117
მემფისი-ნიუ ორლეანი 103:91
ბოსტონი-მილუოკი 100:108 (იხილეთ ვიდეო)
დეტორიტი-შარლოტი 102:90
ინდიანა-ბრუკლინი 140:131
ორლანდო-მაიამი 116:109
ვაშინგტონი-ფილადელფია 120:115
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული