NBA-ს შვიდი ვარსკვლავი, რომლებმაც სეზონის სტარტი ჩააგდეს

AutoSharing Option
ახალი სეზონი NBA-ში ცოტა ხნის წინ დაიწყო, ზოგიერთი კლუბი კი უკვე სერიოზულად უნდა იყოს შეშფოთებული თავისი ვარსკვლავების პროდუქტიულობით.

ვებგვერდ 12up-ის მიმომხილველებმა გამოარჩიეს NBA-ს 7 ვარსკვლავი, რომლებმაც 2017-18 წლების სეზონის სტარტი ჩააგდეს.

  • კაირი ირვინგი
Sportall.Ge

ობიექტურად რომ ვთქვათ, "ბოსტონს", სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება იმ ცვლილებებთან შესაგუებლად, რაც გორდონ ჰეივორდის საშინელმა ტრავმამ მოიტანა.

მაგრამ კაირი ირვინგი სათანადოდ არ არის გააქტიურებული და ჯერ არ გამხდარა "სელტიქსის" TOP-მოთამაშე. მისი ეფექტურობის კოეფიციენტი დაბალია - 15.1, "ბოსტონმა" კი სეზონი ფავორიტისთვის მიუღებელი ბალანსით დაიწყო - 1 მოგება/2 წაგება.
საშუალოდ 38 წუთი სათამაშო დროის პირობებში, ირვინგმა ყველაზე ცუდი შედეგიანობა აჩვენა 2015 წლის შემდეგ, როცა მან პირველი ორი თვე გამოტოვა მუხლზე ოპერაციის გამო. გარდა ამისა, ირვინგი უფრო ცოტა შედეგიან გადაცემას არიგებს, ვიდრე ამას შარშან, "კლივლენდში" აკეთებდა.

დერიკ როუზი
Sportall.Ge

ყოფილ MVP-ს არც ისე კარგი სტარტი გამოუვიდა "კლივლენდში". როუზმა სასტარტოში ადგილი მხოლოდ აიზია ტომასის ტრავმის გამო მიიღო. ექსჩიკაგოელი არ არის სახიფათო მეტოქეებისთვის, არ გამოიყურება დამაჯერებლად დაცვაში და დიდად არც თამაშის ორგანიზება გამოსდის.

როუზმა უკვე მოასწრო კოჭის ტრავმის მიღება მეორე მატჩში, რის გამოც ის ვერ ვიხილეთ მოედანზე ბოლო შეხვედრაში "ორლანდოს" წინააღმდეგ.

ჯიმი ბატლერი
Sportall.Ge

ჯიმი ბატლერისა და ტომ ტიბოდოს ახალი თანამშრომლობა არც ისე კარგად დაიწყო. ჯიმის ეფექტურობის საშინელი კოეფიციენტი აქვს - 9.3. ბატლერი აშკარად ენდრიუ უიგინსისა და კარლ-ენტონი თაუნსის ჩრდილში იმყოფება - საშუალოდ მატჩში მხოლოდ 14 ტყორცნას ასრულებს და ამგვარი შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, მაღალი პროდუქტიულობითაც არ გამოირჩევა - თამაშიდან მხოლოდ 39 პროცენტს აგდებს.

ჯრიუ ჰოლიდეი
Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც ხუთწლიანი და 125-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ჯრიუ ჰოლიდეი აბსოლუტურად არ შეესაბამება სეზონის სტარტზე ამგვარ ხელფასს. ის საშუალოდ 10.3 ქულასა და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ჰოლიდეი ნამდვილად არ წარმოადგენს გუნდის "დიდი ტრიოს" წევრს, რომელშიც ენტონი დევისი და დემარკუს კაზინსი შედიან.

დუეინ უეიდი
Sportall.Ge

"კლივლენდის" უკვე მეორე კალათბურთელი ამ სიაში. ბატლერისა და ტიბოდოს მსგავსად, უეიდისა და ლებრონ ჯეიმსის ხელახლა შეერთება ისე კარგად ვერ წავიდა, როგორც ელოდნენ.

იქნებ "კავალიერზში" უეიდის წარმატებას კრის ბოში აკლია? დუეინმა აღიარა, რომ ჯერ ვერ იპოვა თავისი ადგილი გუნდში და შეეცდება, ეს უმოკლეს დროში გააკეთოს. უეიდი საშუალოდ 5.7 ქულას აგროვებს ამ სეზონში და ეფექტურობის რეიტინგი 1.68 აქვს.

მარკელ ფულცი
Sportall.Ge

2017 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა არც ისე კარგი სტარტი აიღო "ფილადელფიაში". მარკელ ფულცი საშუალოდ 7.3 ქულას აგროვებს და კატასტროფულად ისვრის საჯარიმოებს - 47 პროცენტი. თავისი პროფესიული კარიერის დასაწყისში ფულცი დათრგუნული და NBA-ს დონისთვის შეუსაბამოდ მოჩანს. მას ჯერ არ ჩაუგდია არცერთი სამქულიანი და თამაშიდან საშინელ პროცენტს აჩვენებს - 38.

დრეიმონდ გრინი
Sportall.Ge

ამ სეზონში გრინს მხოლოდ 22 ქულა აქვს დაგროვებული და ძალიან ცუდად ითამაშა ბოლო შეხვედრა "მემფისის" წინააღმდეგ. "გოლდენ სტეიტში" ბევრი ვარსკვლავია თავმოყრილი და ამის გამო გრინი არ იღებს სროლისთვის ბევრ შესაძლებლობას, მაგრამ თამაშიდან 30 პროცენტი და პერიმეტრიდან 20 პროცენტის სიზუსტე სავალალო მაჩვენებელია. გრინის სროლები ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო "გოლდენ სტეიტის" შეტევით თამაშში. თუ დრეიმონდი არ გამოასწორებს თავის სროლას, მაშინ მეტოქეთა მცველებს შეეძლებათ უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებულნი კევინ დურანტზე, სტივენ კარისა და კლეი ტომპსონზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული