21 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი "ბოსტონ სელტიქსის" ზედიზედ მე-16 გამარჯვებაა. "ბოსტონი" არც ისე შორსაა ისტორიაში საუკეთესო საკლუბო რეკორდისგან, რომელიც ზედიზედ 19 მოგებას შეადგენს.
"დალასთან" მოგების მთავარი წინამძღოლი კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 47 ქულა მოიპოვა, რასაც 6 გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
* * *
სეზონში მე-5 სამმაგი დუბლი გაიფორმა რასელ უესტბრუკმა. "ოკლაჰომა თანდერის" ლიდერმა "ნიუ ორლეანთან" მატჩში 22 ქულა, 16 მოხსნა და 12 გადაცემა მიითვალა.
სამწუხაროდ უესტბრუკის გარჯამ "თანდერს" "ნიუ ორლეანთან" მატჩში ვერ დაეხმარა. "პელიკანსის" ვარსკვლავმა ენტონი დევისმა თავის გუნდს 36 ქულა შესძინა, რასაც 16 მოხსნა მიამატა.
დღის მატჩები ასე დასრულდა:
საკრამენტო-დენვერი 98:114
დალასი-ბოსტონი 102:110
სან ანტონიო-ატლანტა 96:85
მემფისი-პორტლენდი 92:100
მილუოკი-ვაშინგტონი 88:99
ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 114:107
ნიუ იორკი-კლიპერსი 107:85
შარლოტი-მინესოტა 118:102
დეტროიტი-კლივლენდი 88:116
ორლანდო-ინდიანა 97:105
ფილადელფია-იუტა 107:86
14:26 21-11-2017
NBA. მატჩები: "ბოსტონის" ზედიზედ მე-16 და უესტბრუკის მე-5 სამმაგი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული