უესტბრუკმა და კამპანიამ ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" დამაჯერებლად დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ნოემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომა თანდერს" ესტუმრა და ანგარიშით 91:108 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და საერთო ჯამში მოედანზე 12 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ ერთი ორქულიანი ისროლა და ააცილა, ხოლო ორივე ჯარიმა ჩააგდო.

ოკლენდელთა ლიდერებს თამაში აშკარად არ წაუვიდათ. 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სტეფ კარი (24), კევინ დურანტი (21) და ომრი კასპი (11) გადასცდნენ.

სამაგიეროდ მოწოდების სიმაღლეზე იყო "თანდერი". რასელ უესტბრუკს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი
დააკლდა. ოკლაჰომელთა ლიდერმა 34 ქულა, 9 პასი, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

კარმელო ენტონიმ 22 ქულა ჩააგდო, პოლ ჯორმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ადამსმა კი 14 ქულა და 12 მოხსნა, აქედან 6 მოხსნა თავდასხმაში.

ამ მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 13 მოგება-5 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერეცნიაში მე-2 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 25 ნოემბერს შინ "ჩიკაგო ბულსთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-ლეიკერსი 113:102
ფინიქსი-მილუოკი 107 : 113
იუტა-ჩიკაგო 110:80
ჰიუსტონი-დენვერი 125:95
მემფისი-დალასი 94:95
მინესოტა-ორლანდო 124 : 118
ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 107:90
ატლანტა-კლიპერსი 103:116
მაიამი-ბოსტონი 104 : 98
ნიუ იორკი-ტორონტო 108:100
შარლოტი-ვაშინგტონი 129:124
კლივლენდი-ბრუკლინი 119:109
ფილადელფია-პორტლენდი 101:81
მკითხველის კომენტარები / 9 /
შენც ნუ პლაგიატობ და რასაც მე გწერ ოროსანი ბავშვივით სხვებთან ნუ აკოპირებ, მახსოვს შენგან შევარდნაძის დროს ქსნის ზონაში როგორ იყავი, მაგრამ ბოლომდე chicken რატომ რჩები? დიდი ხანია თავისუფლებაზე ხარ და შენი აზრები იქონიე.
ჩუნგა ჩანგა ტროლო
23 ნოემბერი 2017 16:15
2
მაშინ ნაცობდა და ნიკი ქონდა "ქოცობო ხთფუუ თქვენიო", მაგია არა? კიდევ უფრო გამოალავებულა ციხის გარეშეც.
ააააააა მაგი მეც მახსოვს
23 ნოემბერი 2017 16:53
2
თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად ცანცარა და ცანცარპეტრივიჩი, ასევე ჩუნგა ჩანგა ტროლი, მსქროლავი პარანოია და ა,შ. ჩემი შერქმეულია და...
გთხოვთ ნუ პლაგიატობთ. :DDDDD
tanto-s
23 ნოემბერი 2017 15:06
2
შეასწორეთ სათაური - "კამპანიამ" სხვა რამეს ნიშნავს. იმას არა, რასაც თქვენ გულისხმობდით.
დათო
23 ნოემბერი 2017 15:04
0
ვითომ ვახო რაშისტანელო ტროლო, აშკარად თამაში არ გინახია, თორემ ზაზაზე მაგ იდიოტობას არ დაწერდი, სწორედ რომ ითამაშა და დაცვაში ძალიან მაგარი იყო ამ დილით.
ან იდიოტი თუთიყუშივით რატომ უთვლი ყოველი თამაშის შემდეგ ქულებს მუდმივად?
პირველი აქაური მასხარა ხარ, ყველა შენ გეკაიფება და შენი დასაცინი არ გაიშვას ცვეტში ცანცარპეტროვიჩო? )))
tanto
23 ნოემბერი 2017 14:24
3
)))) ეს უკვე აბე გლუკოზას სტადიაში გადასულხარ პუტინსკივ.
აააა ეს შენა ხარ ტროლების ამომცნობი დეტექტორი,სპორტალზე და ამბები.ჯი-ზე ენერგიულად რომ მუშაობ? აი ახლა კი მჯერა რომ ამბობენ,ფსიქიურად დაავადებულებს დაღლის შეგრძნება არ აქვთო :-D-s
23 ნოემბერი 2017 15:56
3
აააა ეს შენა ხარ ტროლების ამომცნობი დეტექტორი,სპორტალზე და ამბები.ჯი-ზე ენერგიულად რომ მუშაობ?
აი ახლა კი მჯერა რომ ამბობენ,ფსიქიურად დაავადებულებს დაღლის შეგრძნება არ აქვთო :-D
vaxo
23 ნოემბერი 2017 15:20
0
ზაზამ ვერ ითამაშა,თორემ აუცილებლად მოიგებდა გოლდენ სთეითი.
თავისი საშუალო,მსუყე 5 ქულის ნაცვლად მხოლოდ 2 მოიპოვა.
vaxo
23 ნოემბერი 2017 13:17
6
დამაჯერებლად დაამარცხა კი არა კვატა )))
ეს იყო NBA-ში ერთი ერთი გამორჩეულად ბინძური, პროვოკაციებით, უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური წნეხით გაჯერებული თამაში, რაც მე აქამდე მინახია, და ამ უბინძურეს თამაშში მოთამაშეებთან ერთად არენაზე მყოფმა მაყურებელმა და მაგ არენის ადმინისტრაციამაც ყველაფერი იღონა რომ გოლდენს წაეგო!
ვესტბრუკი და მისი შესტიორკები გამორჩეულად დურანტს პროვოცირებდნენ, ასევე მაყურებელი, მთელი თამაში სტვენით და გინებით აიკლეს დურანტი და ზაზა, ფაქტიურად მორალურად გაანადგურეს და მეოთხე პერიოდში კერი იძულებული შეიქმნა პირველი ხუთეული სათადარიგოების სკამზე დაესვა რომ, როგორმე ეხსნა სასტარტოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა შემდეგი თამაშისთვის.
ყველაზე საშინელი კი რაც პირველად ვნახე, ეგზალტირებული გულშემატკივრების განუწყვეტლივ წივილ კივილის ფონზე, არენის ადმინისტრაცია მიკერძოებულად, როდესაც გოლდენი გადადიოდა შეტევაზე, დარბაზში არსებული ყველა დინამიკიდან თითქოს ჯოჯოხეთიდან ამოსულ უსაშინლეს მუსიკას ურთავდა მათ შეტევას, რაც აშკარად გოლდენის მოთამაშეების ფსიქოლოგიაზე მოქმედებდა, პირიქით კი, ოკლაჰომას შეტევის დროს ან საერთოდ თიშავდნენ ან გამამხნევებელ მუსიკალურ ფონზე ათამაშებდნენ
ასე რომ, ამ სტატიას დავარქმევდი მე პირადად:
უესტბრუკმა და კამპანიამ ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" დამაჯერებლად დაამარცხებისთვის ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხი იღონაო!)))
tanto
23 ნოემბერი 2017 12:48
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული