დრეიმონდ გრინმა მსაჯს ბურთი ესროლა, რის შემდეგაც მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა "ოკლაჰომასთან" მატჩში მსაჯს ბურთი ესროლა, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს.

ამ საქციელისთვის გრინმა მეორე ტექნიკური ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა. ინციდენტი მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 8:13 წუთით ადრე მოხდა.

რაც შეეხება გრინის მონაგარს, მან 5 ქულა, 8 მოხსნა და 7 გადაცემა მიითვალა, ხოლო ბურთი 5-ჯერ დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტი" შინ "ოკლაჰომასთან" ანგარიშით 105:125 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაექნა რაც ხელში ეკავა ის ესროლა.. ისე ასე დამცირებული გოლდენ სტატე ვორიორსი კაი ხანიარ მინახია
reali
14:46 09-02-2018
0
არ უსვრია,უბრალოდ სასტვენის შემდეგ მსაჯისაკენ გადააგდო ბურთი და არც თვითონ იმ მსაჯს ჩაუთვლია ასეთად,მაგრამ მოდნის მეორე ბოლოს მყოფმა მეორე მსაჯმა ჩათვალა ასე და სხვათა შორის სხვაც ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს მსაჯებმა.ერთ მომენტში ვესბრუკს სამ ნაბუჯში შესვლის მცდელობისას ფეხი აუცურდა და დაეცა,მეტოქე მისგან სულ ცოტა 30 სანტიმეტრზე მაინც იყო ,მაგრამ მაინც ის დააჯარიმეს.თუმცა გოლდენ სტეიტის მარცხი მსაჯების ბრალი არ იყო,ძალიან სუსტად ითამაშეს,მით უფრო უკანა ხაზმა.
სოსო
14:29 08-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული