ასაკი მხოლოდ ციფრებია - ლებრონ ჯეიმსის მორიგი მიღწევა

AutoSharing Option
"კლივლენდის" კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა "მილუოკისთან" შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა, რითაც 33 წლის ასაკში, ყველაზე ასაკოვან მოთამაშეებს შორის მესამე გახდა, ვინც ამის მიღწევა შეძლო.

"მეფის" ანგარიშზე 40 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა და 12 მოხსნა დაფიქსირდა. ლებრონზე წინ  ლარი ბიორდია, რომელმაც აღნიშნულ შედეგს 35 წლისამ უწია. ელგინ ბეილორმა კი ეს 34 წლისამ გააკეთა.

NBA-ში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჯეიმსი ყველა დროის მექულეებში მე-7 პოზიციაზეა. მის ანგარიშზე 30,697 ქულა ფიქსირდება.

ყველა დროის სამმაგი დუბლის ავტორებში კი "მეფე" მეექვსე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული