ბაირონ სკოტი: ლებრონ ჯეიმსი და კავაი ლეონარდი "ლეიკერსში" გადავლენ

AutoSharing Option
"ლეიკერსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშემ, ბაირონ სკოტმა განაცხადა, რომ ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) და კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) ზაფხულში ლოს-ანჯელესის გუნდის წევრები გახდებიან.

"ლებრონი "ლეიკერსში" კავაისთან ერთად გადავა. ჩვენ კვლავ ვითამაშებთ ფინალურ სერიაში.

რა თქმა უნდა, გვაქვს ადგილი სახელფასო ბიუჯეტში. ეს ლოს-ანჯელესია, ქალაქი, სადაც ჩემპიონებს ქმნიან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა "კლიპერსში" თამაშობს. თუ გინდა გადასვლა კლუბში, რომელსაც გამარჯვებების დიდი ისტორია აქვს, მაშინ "ლეიკერსი" უნდა აირჩიო, რომელსაც 17 საჩემპიონო ტიტული აქვს", - აღნიშნა სკოტმა ESPN.com-ის გადაცემაში.

▶ ასაკი მხოლოდ ციფრებია -
ლებრონ ჯეიმსის მორიგი მიღწევა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო სამი წელია პლეიოფი არ გინახიათ თუ არ ვცდები უფრო მეტიც.. თქვენ კიარა ფილადელფიამ დაყენა გუნდი და მაგ ტრაბახს ჯობია ჯერ საქმეს მიხედოთ და როცა სატრაბახოდ გექნებათ საქმე მერე იტრაბახოთ
reali
14:30 19-04-2018
0

სიახლეები პოპულარული