კლინტ კაპელა: დრაფტის შემდეგ დედას ვალი დავუფარე, რომელიც 20 წელი უნდა ეხადა

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრმა კლინტ კაპელამ მოჰყვა, რომ ახალწვეულის ხელფასი მთლიანად დედას მისცა, რათა მას ვალი გადაეხადა.

შვეიცარიის 23 წლის მოქალაქე, რომელიც მიმდინარე სეზონში NBA-ს მატჩში საშუალოდ 16 ქულასა და 12 მოხსნას აგროვებს, ამ ამბავს ასე იხსენებს:

"მას გადასახადები 20 წლის განმავლობაში უნდა ეხადა. ამიტომ ამაზე მე ვიზრუნე. დაზღვევის გადასახადები, სახლის და სოციალური დახმარების. ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი თავით, როცა დედას ვუთხარი, რომ მას მუშაობა აღარ მოუწევს. ახლა მას შეუძლია ბედნიერი იყოს და აკეთოს ის, რაც უნდა. ახლა ის კონგოში წავიდა,
რომ მშობლები და და მოინახულოს, ხოლო შემდეგ დაბრუნდება და დროს ჩემთან ერთად ჰიუსტონში გაატარებს.

ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი ამაზე, რომ მისთვის ეს თავისუფლება მიმეცა", - ციტირებს კაპელას The Undefeated-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული