"ბოსტონმა" "კლივლენდს" მოუგო და სერიაში დაწინაურდა - ტატუმი დაფრინავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს, გამთენიისას NBA-ს პლეი-ოფის სერიის მე-5 მატჩი გაიმართა, სადაც "ბოსტონ სელტიქსმა" შინ "კლივლენდ კავალიერსს" ანგარიშით 96:83 სძლია.

ამ გამარჯვებით "ბოსტონი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 4 პასი მიაყოლა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. თან ჯეიმსს მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა.

"ბოსტონი" კი გუნდური თამაშის ხარჯზე სერიაში ლიდერობს. ჯეისონ ტატუმმა 24 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ტატუმი NBA-ს ისტორიაში
მე-6 ახალწვეული გახდა, რომელმაც პლეი-ოფში 300 და მეტი ქულა მოაგროვა.

ტატუმი ისეთი კალათბურთელების გვერდზე დადგა, როგორებიცაა კარიმ აბდულ-ჯაბარი, ელვან ადამსი, ელჯინ ბეილორი, ჯორჯ მაიკანი და ჯეკ სიკმა.

სერიის მე-6 მატჩი 26 მაისს, კლივლენდში, ჩვენი დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული