სენსაციური ინფორმაცია: ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი სტეფან სმიტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ლებრონ ჯეიმსი ზაფხულში შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს.

"უორიორსს" "მეფის" დამატება ძალიან სურს, მისი სახელფასო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი გუნდიდან ორი კალათბურთელის გაშვება გახდება საჭირო.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, კევინ დურანტს, სტეფ კარისა და ლებრონ ჯეიმსს თამაში ერთ კლუბში სურთ.

"გოლდენ სტეიტში" ამჟამად ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ირიცხება, თუმცა დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ მან "უორიორსი" დატოვოს.

altthesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
მერე ვის უნდა ეთამაშონ?
kroosi
14:24 08-06-2018
0
სისულელეა, ლებრონი არასდროს ითამაშებს იმ გუნდში სადაც ის არ იგრძნობს თავს მეფე, სადაც მხოლოდ მასზე არ ააწყობენ თამაშს და მასზე არ იქნება მთელი გუნდი დამოკიდებული. გსვ-ში ეს შეუძლებელია, მათ ყავთ თავიანთი "ღმერთი" და მას სტეფ კარი ქვია, ასევეა დიურანტიც.

და ნაკლებად სავარაუდოა საერთოდ ლებრონმა კონფერენცია შეიცვალოს, ფაქტიურად ყოველ წელს განაღდებული სუპერფინალის მაგივრად არ წავა უდიდესი კონკურენციის დასავლეთ კონფერენციაში.
მიშა
15:09 08-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული