ლიდერი სტეფ კარია - ვინ რა თანხას გამოიმუშავებდა NBA-ში გასულ სეზონში

AutoSharing Option
Businessinsider.com-მა 2017/18-წლების სეზონში NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების სია გამოაქვეყნა.

ჩამონათვალს "გოლდენ სტეიტის" წევრი სტეფ კარი ლიდერობს, რომელიც სეზონში 34,7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მთლიანობაში, ამერიკელს "უორიორსთან" 5-წლიანი მეგა-შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, რა დროშიც 201,2 მილიონი დოლარის მფლობელი გახდება.

რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, "მეფე" "კლივლენდში" სეზონურად 33,3 მილიონ ევროს იღებდა.

როგორც იცით, ის "ლეიკერსში" გადაბარგდა, სადაც 4 წელში 154 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასული წლის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1) სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი)
- სეზონში 34,7 მილიონი დოლარი
2) ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - სეზონში 33,3 მილიონი დოლარი
3) პოლ მილსაპი (დენვერი) - 30,8 მილიონი დოლარი
4) გორდონ ჰეივორდი (ბოსტონ სელტიქსი) - 29,7 მილიონი დოლარი
5) ბლეიკ გრიფინი (დეტორიტი) - 29,5 მილიონი დოლარი
6) კაილი ლოური (ტორონტო) - 28,7 მილიონი დოლარი
7) მაიკ კონლი (მემფისი) - 28,5 მილიონი დოლარი
8) რას ვესტბრუკი (ოკლაჰომა) - 28,5 მილიონი დოლარი
9) ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) - 28,3 მილიონი დოლარი
10) დემარ დეროუზანი (ტორონტო) - 27,7 მილიონი დოლარი

altლებრონ ჯეიმსი კარიერას "ლეიკერსში" გააგრძელებს!

altჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

altჯეიმს ჰარდენმა ქალს ტელეფონი წაართვა და სახურავზე მოისროლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
რასაც თქვენ აქვეყნებთ ეს გუნდების კალათბურთელებთან დადებული კონტრაქტებია,(ხელფასები), მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფირმების მიერ მათთან დადებული კონტრაქტებიც, რაც ხშირად აჭარბებს კიდეც გუნდების კონტრაქტებს. ამიტომ მარტო ხელფასებით არ განისაზღვრება კალათბურთელის "გამომუშავება". მაგალითად ლებრონ ჯეიმსს კონტრაქტი აქვს ნაიკთან და ათი წლის განმავლობაში 300 მლნ. დოლარი ეკუთვნის (წელიწადში 30 მლნ. დოლარი) და ეს გამომუშავებაში არ შედის? ასევე სხვებსაც ათასნაირი კონტრაქტები აქვთ სხვადასხვა მწარმოებლებთან და მათი გამომუშავებებიც მკვეთრად განსხვავდება თქვენს მიერ მოყვანილი თანხებისაგან.სათაურში "ხელფასები" უნდა ეწეროს ჩემი აზრით და არა "გამომუშავება".
"რიგითი გულშემატკივარი"
11:32 25-08-2018
0
2018 წლის შემოსავლები ლებრონი 85 მილიონი კარი 76 მილიონი კევინ დიურანტი - $58 მილიონი
ჯეიმს ჰარდენი - $48,3 მილიონი.
რასელ უეზბრუკი - $47,5 მილიონი
დემიან ლილარდი - $40,2 მილიონი
ბლეიკ გრიფინი - $35,5 მილიონი
იანის ანტეტეკუმპო - $35,5 მილიონი
კარმელო ენტონი - $33,2 მილიონი
ენტონი დევისი - $32,8 მილიონი
zaza
23:04 25-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული